16.აგვისტო .2022 20:55

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამეგრელოში პურ-ფუნთუშეულის კომპანიები გაიხსნა - ბანკის ჯამური რესურსი 403 000 ლარია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამეგრელოში პურ-ფუნთუშეულის კომპანიები გაიხსნა - ბანკის ჯამური რესურსი 403 000 ლარია
views 987
უკან

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფოთში თონეების ქსელი გაიხსნა, რომელიც სამ თონეს მოიცავს. Bm.ge-სთან "ბაბუს თონის" დამფუძნებელმა ნანა ხუციშვილმა განაცხადა, რომ პროექტის ჯამური ღირებულება 130 000 შეადგენს, ხოლო ბანკის ინვესტიცია 26 000 ლარია. მისივე თქმით, მოზიდული თანხით, სამომავლოდ მეოთხე თონეს დამატებას გეგმავენ.

„თონეები გასული წლის მაისში გაიხსნა. დასავლეთ საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ პროდუქციის სახეობების რაოდენობით პირველი თონეა. ჩვენთან ცხვება ქართული შოთი და კიდევ 8 სხვა სახეობის პროდუქცია. ახლა ვმუშაობთ საფირმო შიგთავსზე, რომელიც ჯერ გაყიდვაში არ არის“, - აღნიშნავს ნანა ხუციშვილი.

როგორც ის ამბობს, ბიზნესმა გაამართლა და რეალიზაცია იმაზე მეტია, ვიდრე მოელოდნენ. რაც შეეხება საქართველოს ბანკთან ურთიერთობას, კომპანიის მენეჯერი ამბობს, რომ მათ სურდათ თავიანთი საბანკო ისტორიის დაწერა და მოხარულია, რომ ბანკიც გვერდით დაუდგა ამ წამოწყებაში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მეწარმე კიდევ 12 ობიექტის გახსნას გეგმავს, რასაც , როგორც თვითონ აღნიშნავს, მოყვება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ ერთი ბიზნესი ზუგდიდში გაფართოვდა. შპს „გამორჩეულმა“, რომელიც სხვადასხვა ტიპის პურ- ფუნთუშეულს აწარმოებს, საკუთარი კაპიტალი ბიზნესში 200 000 ლარის ოდენობით ჩადო, ხოლო გაფართოებისთვის ბანკის რესურსი 377 000 ლარი გამოიყენა.

როგორც bm.ge-სთან „გამორჩეულის“, დამფუძნებელი გიორგი ყოლბაია ამბობს, ამ თანხით დამატებით ღუმელი და მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც შენობა ააშენა.

"კომპანია 2019 წლიდან ფუნქციონირებს და საბაზისო წლის მეორე კვარტალი, რომ მიმდინარე წლის ანალოგიურ კვარტალს შევადაროთ, რეალიზაცია დაახლოებით 30-40%-ით არის გაზრდილი. ბანკისგან მოზიდული რესურსი ზუსტად, რომ დროული იყო. ამ რესურსით მეორე ქარხანა ავაშენეთ, რომელიც

ექსპლუატაციაში მალე შევა. ბანკისგან ამ რესურსის მოზიდვის შემდეგ, რა თქმა უნდა რეალიზაცია გაიზრდება. მაგალითად, ახლა დღეში 2 ტონა ფქვილს ვიყენებთ და ვფიქრობთ მოხმარებას 4 ტონამდე გავზრდით“- ამბობს შპს „გამორჩეულის“ დამფუძნებელი გიორგი ყოლბაია.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, როგორც ის ამბობს, ჯერ-ჯერობით საწარმოში 40-მდე ადამიანი მუშაობს.