"საქართველოს ბანკი", როგორც ტექნოლოგიური ბანკი, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე მესამედ, ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022, საქართველოს ბანკისა და DataArt Georgia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართება. ღონისძიება ორ დღიანი იქნება და ის 1-2 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება.
კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან მსოფლიო დონის DevOps პროფესიონალები, რომლებიც სემინარს გაუძღვებიან.
კონფერენციის ძირითადი თემებია: მიკროსერვისები, პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატური დანერგვის პროცესების გამართვა, მონიტორინგი და ანალიტიკა, ღრუბლოვანი და ლოკალური ინფრასტრუქტურის მართვა, DevOps დიდი მონაცემების სისტემებისთვის, QA Automation და სხვა აქტუალური ტექნოლოგიური საკითხები. 2022 წლის კონფერენციის ძირითადი მოტივაცია უკრაინელი ხალხის და IT სფეროს პროფესიონალების მხარდაჭერაა.
DevOps Con Tbilisi 2022-ზე დასწრება თავისუფალია. ამისათვის კი მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმის შევსებაა საჭირო: https://devopscontbilisi.eu/#register
„DevOps Con Tbilisi 2022 აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს, არქიტექტორებს, ტესტერებს, სისტემურ და ქსელის ადმინისტრატორებს. ასევე, ინფრასტუქტურის მმართველებს, სისტემურ ინტეგრატორებს, კიბერ-უსაფრთხოების ოფიცრებს და ზოგადად, ტექნოლოგიური სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც პროგრამულ პროდუქტებს ქმნიან, ნერგავენ და უზრუნველყოფენ შესაბამისი ინფრასრუქტურის მდგრადობას. კონფერენცია არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, IT სფეროს სფეციალისტებმა ისაუბრონ და სტუმრებს გაუზიარონ საკუთარი პრაქტიკული თუ თეორიული გამოცდილება - DevOps, IaC თუ SecOps მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მსგავს საინტერესო ღონისძიებებს “, - განაცხადა საქართველოს ბანკის DevOps-ის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვაჟა ფირცხალაიშვილმა.
ინფორმაციისთვის, კონფერენცია ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო