მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღება გვსურს - ორბანი

635a518dbe3f7
მარიამ ვარადაშვილი
27.10.22 14:04
627
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უნგრეთს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღება სურს, რათა გაზის მოხმარება შეამციროს.

ორბანის თქმითვე, ამ შემთხვევაში საქართველო სატრანზიტო ქვეყნად განიხილება.

“შეხვედრისას შევეხეთ ენერგეტიკულ საკითხს, მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მსხვილი ენერგეტიკული ინიციატივები მუშავდება, რაც ჩვენთვის საინტერესოა. გვინდა ახალი, დიდი ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ენერგია. ელექტროენერგიის მიღება საქართველოსა და რუმინეთის გავლით მოხდება. ამ ინიციატივით დავზოგავთ დიდი მოცულობის ბუნებრივ აირს, რომელსაც ელექტროენერგიის საწარმოებლად ვიყენებთ. თუ მომავალში ამ ელექტროენერგიას პირდაპირ მივიღებთ, მაშინ იმ მოცულობის ბუნებრივი აირის შეძენა აღარ მოგვიწევს. მიხარია რომ ამ ინიციატივას პრემიერი მხარს უჭერს, რადგან ის უნგრეთისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა”,-განაცხადა ორბანმა.

ინფორმაციისთვის, 15 წლიანი შეთანხმების თანახმად, რომელსაც გასულ წელს მოეწერა ხელი უნგრეთი რუსეთიდან წლიურად 4.5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს.