მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობას $10.7 მილიარდის საგარეო ვალი აქვს

6245795b90873
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.22 13:55
1098
ეროვნულმა ბანკმა საგარეო ვალის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი - სახელმწიფო და კერძო ვალის ჩათვლით არის $21.8 მილიარდი ლარი, რაც 2021 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 117%-ია.

2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 775.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 901.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 167.7 და 32.3 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი:

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.7 მლრდ აშშ დოლარი (33.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 57.0 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.0 მლრდ აშშ დოლარი (24.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 42.5 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 954.1 მლნ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.1 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 503.0 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.7 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.6 პროცენტი).

კერძო სექტორის საგარეო ვალი:

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.6 მლრდ აშშ დოლარი (14.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.5 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (15.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.5 მლრდ აშშ დოლარი (10.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.6 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.