მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა – ჯანდაცვის მინისტრი

60046fda6d1f3
სალომე მეცხვარიშვილი
17.01.21 21:08
3528
საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა,– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემაში "რა დროს ძილია" განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში მიღებულია, რომ საწოლფონდის საჭიროება გაიზომოს იმის მიხედვით, რამდენი საწოლი მოდის 100 ათას მოსახლეზე, საქართველოში კი იმდენი კლინიკაა, შესაძლოა გავზომოთ რამდენი კლინიკა მოდის 100 ათას მოქალაქეზე.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში უფრო ჭარბია საწოლფონდი, ვიდრე ბრიტანეთსა თუ გერმანიაში.

“100 ათას მოქალაქეზე ინგლისში არის 2.54 საწოლი, გერმანიაში არის – 8, საქართველოში ჩვენ გვაქვს 18”,– აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

მისივე თქმით, ქვეყანაში 415 კლინიკაა და მათი გაკონტროლება, თუ რა ხარისხის სერვისს აწვდიან ისინი მოქალაქეებს ფაქტობრივად ვერ ხდება, სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო ახლა მუშაობს სტრატეგიაზე, რომლის პირველი მახასიათებელიც არის ჯანდცვის სერვისების უსაფრთხო და ხარისხიანი მიწოდება, ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.

“ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს “ჩამკეტი”, რითიც ვიტყვით, რომ აღარ გვჭირდება მეტი საავადმყოფო ან მეტი საწოლი. არ გვაქვს არც ბერკეტი, რითაც მივუთითებთ კერძო სექტორს, რომ დღეს ჩვენ აღარ გვჭირდება კარდიოქირურგია, მაგრამ გვჭირდება ნეიროქირურგია. როცა არ არის ბაზარზე “ჩამკეტი”, მრავლდება და მრავლდება კლინიკები, ამით კეთილსინდისიერი ბიზნესიც ზარალდება”,– აცხადებს მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები