მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

647788e5aeeaa
BM.GE
31.05.23 21:39
426
პარლამენტის წევრების, - რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, პარლამენტმა 89 ხმით მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

"წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, რეგლამენტში ცვლილების შედეგად პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ უფრაქციო პარლამენტის წევრებს, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა. რის საფუძველზეც, ისინი შეძლებენ უკეთ განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა და 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ისარგებლონ პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფისთვის რეგლამენტის შესაბამისად მინიჭებული უფლებამოსილებებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.