მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში COVID-19 ამჟამად 977 მოქალაქეს აქვს - 14 სექტემბრის სტატისტიკა

5f5faca2e0c91
თამთა ჯიჯავაძე
14.09.20 23:55
1429
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 14 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 977 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ამ დროისთვის covid-19 სულ 1370-მა პაციენტმა დაამარცხა, რაც სულ ინფიცირებულების 57%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე სულ 484 602 ტესტია ჩატარებული; პირველადად ტესტირებულთა (PCR ტესტი) რაოდენობა კი 479 240-ია.

NCDC-ის ინფორმაციითვე, მილიონ მოსახლეზე PCR ტესტირებულთა რაოდენობა 130 378-ია.

14 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 19 პირი იმსხვერპლა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6633 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.