მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მობილური ტროიანული პროგრამების შეტევები 3-ჯერ შემცირდა

5ed0aaca7cc5f
BM.GE
29.05.20 10:23
1143
2020 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში მომხმარებელთა 0,04% შეეჯახა მობილური საბანკო ტროიანელთა შეტევას, ასეთი შეტევები აღირიცხა სომხეთში მოწყობილობათა 0,07% -ზე, ხოლო აზერბაიჯანში 0,06% -ზე. ამის შესახებ ინფორმაციას „კასპერსკის ლაბორატორია" ავრცელებს.

2019 წლის იანვარ-მარტში ქართველი მომხმარებლების 0,12%-ს თავს დაესხნენ მობილური საბანკო ტროიანლები. აზერბაიჯანში მობილური მოწყობილობების მესაკუთრეთა 0,14% - მა განიცადა მსგავსი შეტევა, ხოლო სომხეთში – 0,23% -მა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანამ მე -7 ადგილი დაიკავა იმ მომხმარებელთა შორის, რომელთა მოწყობილობებმაც განიცადეს ტროიანელთა შემოსევა.

2020 წლის პირველ კვარტალში, იაპონიამ (0,57%) პირველი ადგილი დაიკავა მობილური საბანკო ტროიანელების თავდასხმათა წილით, მეორე ადგილზე გავიდა ესპანეთი (0,48%), ხოლო მესამე ადგილი ერგო იტალიას (0, 26%).

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში გამოვლენილი იქნა მობილური საბანკო ტროიანელების 42 115 სამონტაჟო პაკეტი, მაშინ როცა ერთი წლით ადრე მათი რიცხვი ადგენდა 29 841-ს.

ექსპერტების აზრით, მობილური მოწყობილობები, რომლებიც ინფიცირებულნი არიან საბანკო ტროიანელებით, საბანკო ბარათების და მომხმარებლის პროგრამების მონაცემებს გადასცემენ ამ მავნე პროგრამების შემქმნელებს. ამისათვის, ისინი თვითონ გადაფარავენ საბანკო პროგრამის ინტერფეისს, ხოლო მომხმარებელს საბანკო პროგრამის ნაცვლად მისი მონაცემები შეჰყავს საბანკო ტროიანელის ინტერფრეისში და გადასცემს მას კიბერდამნაშავეებს. ტროიანელებს ასევე შეუძლიათ მიიტაცონ SMS-ები ბანკებიდან დამადასტურებელი კოდებით და გადასცენ მავებლებს. გარდა კიბერუსაფრთხოების ძირითადი წესების დაცისა, მომხმარებლებმა თავიანთ მობილურ მოწყობილობაზე უნდა დააინსტალირონ სანდო ანტივირუსი, რაც ხელს შეუშლის ტროიანელების და სხვა მავნებლების ატვირთვას და მავნე საიტებზე გადასვლას.