მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მოქმედი კლინიკების რეიტინგი შემოსავლის და პაციენტთა რაოდენობის მიხედვით

60535fe6a82ad
შოთა ტყეშელაშვილი
19.03.21 10:10
2721
საერთაშორისო ფონდმა "კურაციომ" და Galt & Taggart-მა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესახებ ერთობლივი ანგარიში წარმოადგინეს, რომელიც ჰოსპიტალური სფეროს ფინანსურ მდგომარეობას აფასებს. კვლევის თანახმად, 2019 წელს სექტორის მთლიანი შემოსავალი 2 მილიარდი ლარი იყო, აქედან ბაზრის ყველაზე დიდი წილი როგორც შემოსავლების, ასევე ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით აქვს "ევექსის" ჰოსპიტალურ ქსელს.

ბაზრის წილი შემოსავლების მიხედვით, 2019 წელი (2 მილიარდი ლარიდან):

1. “ევექსი” (GHG) - 16.7%;
2. “ავერსის კლინიკები” - 7.1%;
3. “ვივო მედიქალ გრუპი” - 3.3%;
4. “ჯეო ჰოსპიტალს” - 2.7%;
5. “ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი” - 2,3%;
6. “ნიუ ჰოსპიტალს” - 2,1%;
7. “პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა - 1,5%;
8. “ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი” - 1,5%.
სხვა კლინიკები - 60.2%.

ბაზრის წილი ჰოსპიტალიზაციების რაოდენობის მიხედვით, 2019 წელი (551 ათასი ჰოსპიტალიზაციიდან):

1. “ევექსი” (GHG) - 17.4%;
2. “ავერსის კლინიკები” - 7.7%;
3. “ჯეო ჰოსპიტალს” - 5.7%;
4. “ვივო მედიქალ გრუპი” - 2.4%;
5. “გორმედი” - 2%;
6. “ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი” - 1.6%;
7. “ნიუ ჰოსპიტალს” - 1.5%;
8. “პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა - 1.5%.
სხვა კლინიკები - 62.2%.

ევექსის შემოსავლები აერთიანებს ევექსის ჰოსპიტლებისა და ევექსის კლინიკებს, ავერსი მოიცავს ავერსი-ფარმას შვილობილ კომპანიებს (ავერსის კლინიკა, მედალფა, აკ. ვ. ბოჭორიშვილის კლინიკა, კ. ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი), ვივო მედიქალი მოიცავს შვილობილ კომპანიებსა და ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრს.

Galt & Taggart-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საავადმყოფოებში ჯამურად 17,500 საწოლია, ყოველ 1000 მოქალაქეზე კი 4.7 საწოლი ადგილი მოდის, თუმცა რეგიონალურ ჭრილში საწოლი ადგილების განაწილება საკმაოდ არათანაბარია.

2019 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი 265 საავადმყოფო სულ 551 ათას ჰოსპიტალიზაციას მოემსახურა, რაც 2018 წელთან შედარებით 48 ათასი ჰოსპიტალიზაციით, ანუ 9,5%-ით მეტი იყო. ერთი ჰოსპიტალიზაციის საშუალო ხანგრძლივობამ კი 4.9 დღე შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებლის ანალოგიური იყო.