06.დეკემბერი .2021 00:00

საქართველოში მოქმედი სააფთიაქო ქსელების რეიტინგი - ვინ არიან მათი მესაკუთრეები?

საქართველოში მოქმედი სააფთიაქო ქსელების რეიტინგი - ვინ არიან მათი მესაკუთრეები?
views 5128
უკან

2020 წელს საქართველოს სააფთიაქო სექტორმა მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. პანდემიურ ვითარებაში პირბადეებისა თუ სხვა სანიტარული საშუალებების შესყიდვა ფაქტობრივად ყველა მოქალაქის ვალდებულებად იქცა. პერსონალური დაცვის საშუალებებზე მოთხოვნის ასეთი მკვეთრი მატების გამო საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მათი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საქართველოს სააფთიაქო ბაზარზე სამი წამყვანი მოთამაშეა: “PSP”, “ავერსი” და “ჯიპისი/ფარმადეპო”, მათ გარდა ბაზარზე სხვა შედარებით მცირე ზომის მოთამაშეებიც საქმიანობენ, თუმცა მათი გაყიდვები 100 მილიონ ლარს არ აღემატება.

არსებული მდგომარეობით, ყველაზე ფართო სააფთიაქო ქსელი “ჯიპისი/ფარმადეპოს” აქვს, რომელიც, ქვეყნის მასშტაბით, 300-მდე აფთიაქით საქმიანობს. მეორე ადგილზეა 274 აფთიაქით “ავერსის” ქსელი, მესამეზე კი – 260 აფთიაქით “PSP”-ს ქსელი. აფთიაქებთან ერთად ეს კომპანიები აქტიურად არიან წარმოდგენილი ფარმაცევტული პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობის ბაზარზეც და ისინი სხვადასხვა კლინიკებსა და სახელმწიფო დაკვეთებს ემსახურებიან.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ბაზრის 5 უმსხვილესი მოთამაშის მთლიანი შემოსავალი 2020 წელს 1.75 მილიარდი ლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 210 მილიონი ლარით მეტია. კომპანიებს შორის გაყიდვების მოცულობით და წმინდა მოგებით პირველ ადგილზე “ჯიპისი/ფარმადეპოა”.

სააფთიაქო ქსელები მომხმარებლების მოსაზიდად ფასდაკლებების ბარათების სისტემას იყენებენ. მმართველობითი ანგარიშის მიხედვით, PSP-ს ლოიალურობის პროგრამაში 1.9 მილიონზე მეტი ბარათი არის გაცემული, “ავერსის” ბარათების რაოდენობა 1.7 მილიონს აღემატება, “ჯიპისის” მიერ გაცემული ბარათების რაოდენობა კი 700 ათასზე მეტია.

ვინ არიან სააფთიაქო ქსელების მესაკუთრეები?

სამივე უმსხვილესი სააფთიაქო ქსელი ჯანდაცვის ჰოლდინგური კომპანიების ნაწილია. მათ შორის “ჯიპისის” (შპს “გეფას”) ქსელი “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) შემადგენლობაში შედის, რომელიც ასევე “ევექსის” ჰოსპიტალებს მოიცავს. თავის მხრივ, GHG “საქართველოს კაპიტალის” საკუთრებას წარმოადგენს. თავის მხრივ, “ საქართველოს კაპიტალი” ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

“ავერსი ფარმა” ავერსის ჯგუფის წევრია, რომელიც კლინიკებსაც აერთიანებს. კომპანიის 67% და 33%-იან წილებს ბიზნესმენები პაატა და ნიკოლოზ კურტანიძეები ფლობენ.

“PSP ფარმა” არის PSP ჯგუფის წევრი, რომელიც “ნიუ ჰოსპიტალსსა” და “PSP დაზღვევას” აერთიანებს. კომპანიის 95%-იანი წილის მფლობელი არის ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “იმპექსფარმის” 100%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი დავით კოხრეიძე.

უფრო მეტი იხილეთ Forbes.ge-ზე.