მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" პირველი შემთხვევა გამოვლინდა - NCDC

62a9df9dd48c8
მარიამ ვარადაშვილი
15.06.22 17:32
3473

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, ქვეყანაში "მაიმუნის ყვავილის" ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. 

“ლაბორატორიული კვლევების შედეგად  დადასტურდა  „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა. პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. 

მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას”, - წერია განცხადებაში.