მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წარმოებული ფრინველის საკვები ექსპორტზე აფრიკაში გავიდა

5d989787cba74
ლიკა გურაბანიძე
05.10.19 21:00
2235
კომპანია „ნუტრიმაქსმა" აფრიკაში, კერძოდ კი განაში სატესტო რეჟიმში 20 ტონამდე ფრინველის გადამუშავებული საკვები კონცენტრატი გაიტანა.

„შარშან აბუ-დაბიში საერთაშორისო გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც ჩვენი სტენდით ვიყავით წარმოდგენილები. იქ გარკვეული კონტაქტები დავამყარეთ, რის შედეგადაც აფრიკაში პირველი საცდელი კონტეინერი გავიდა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი BM.GE-თან აცხადებს, „ნუტრიმაქსი“ ამ ეტაპზე ექსპორტს სომხეთსა და აზერბაიჯანში ახორციელებს. კომპანიას ნედლეულს ადგილობრივი და უცხოელი (ჰოლანდია, ბელგია, გერმანიიდან და უკრაინიდან) მომწოდებლები აწვდიან.

როგორც ბექა ბექაია აღნიშნავს, საქართველოში საჭირო ნედლეული რთულად მოიპოვება და კომპანია იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული.

ცნობისთვის: კომპანია „ნუტრიმაქსმა“ საწარმო ზემო ფონიჭალაში 2016 წელს გახსნა და მასში დაახლოებით 3 მლნ დოლარამდე ინვესტიცია ჩადო. „ნუტრიმაქსი“ 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მისი დანიშნულება საშუალო და მცირე ზომის ფერმერების ცხოველთა და ფრინველთა უმაღლესი ხარისხის საკვებით, საკვები დანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით უზრუნველყოფაა.

„ნუტრიმაქსი“-ს მომხმარებლებს წარმოადგენენ საქართველოს მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის ფერმერები.