მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასმელი წყალი არის უსაფრთხო - წყალმომარაგების კომპანია

6479beec499de
BM.GE
02.06.23 14:05
663
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას კომპანიის დაფარვის არეალში არსებული სასმელი წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით. კომპანიაშ ამბობენ, რომ ინფორმაცია არასწორია.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს სასმელი წყლის შემოწმებასა და კონტროლს. ორგანულ-ლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების კვლევების მიხედვით, სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სანიტარიულ ნორმებს.

ასევე, ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე, წყალი არის უსაფრთხო ქიმიური, ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით.

შესაბამისად, კომპანიის მომხმარებლებისთვის სასმელი წყალი ხარისხითა და მისი შემადგენლობით ვარგისიანია“, - აცხადებენ კომპანიაში.