მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო Ibis Tbilisi Stadium სტუმრების მისაღებად მზად არის

5de8f4e969a38
BM.GE
05.12.19 16:08
5459
სამვარსკვლავიან სასტუმროებზე მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, თბილისში, "აკორ ჯგუფმა" ახალი ეკონომ კლასის საატუმრო ibis Tbilisi Stadium გახსნა. 

სასტუმრო ქალაქის ტურისტულ და კულტურულ ცენტრში - აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს და სტუმრების მისაღებად უკვე მზად არის.

"ახალი ეკონომ კლასის სასტუმრო 150-ნომრიანია და ის სტუმრებს ბრენდის სახასიათო სტილში თანამედროვე და კომფორტულ ნომერს სთავაზობს. თითოეულ ნომერში თქვენ დაგხვდებათ ულტრა კომფორტული ibis Sweet საწოლი და ყველაფერი რაც ქალაქში დატვირთული დღის შემდეგ დასასვენებლად დაგჭირდებათ.

სასტუმროსა და საზოგადოებრივი სივრცეების დიზაინი „Sundukovy Sisters“-ის ცნობილმა ბიურომ შეიმუშავა და გარემოსდაცვით საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. გარდა მოსასვენებელი სივრცეებისა, სასტუმრო მომხმარებლებს  საქმიანი შეხვედრებისთვის განკუთვნილ სერვისებსაც სთავაზობს. სასტუმროს ლობიში ბარი და დასვენების ადგილია, სადაც სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან დილის ყავა ან საღამოს კოქტეილი კომფორტულ გარემოში, ასევე გამართონ საქმიანი შეხვედრა.

სასტუმროს ახალი კონცეფცია ქმნის მარტივ, მაგრამ ამავე დროს დახვეწილ, შინაურ ატმოსფეროს, რომელიც შეიქმნა თანამედროვე და ნათელი ვიზუალური გადაწყვეტილებების წყალობით. აქ საჯარო სივრცეები განკუთვნილია ნაცნობობისა და სასარგებლო კომუნიკაციისთვის და ღიაა როგორც სასტუმროს სტუმრებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

სასტუმრო შესანიშნავად ესადაგება როგორც ქალაქის სპორტულ, ასევე მის თეატრალურ ცხოვრების წესს. მის მეზობლად მდებარეობს მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინოთეატრის სახელმწიფო თეატრი. გარდა ამისა, სასტუმროდან 2 წუთის სავალზე მდებარეობს მუშტაიდის პარკი და თბილისის რკინიგზის სადგური", - აცხადებენ სასტუმროს მენეჯმენტში.

ინფორმაციისთვის, accor hotels ჯგუფი ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი მოთამაშეა. ამ დროისთვის ბრენდი 110 ქვეყანაში, 4900 სასტუმროს და 10 000 აპარტამენტს აერთიანებს, ხოლო სასტუმროების ბრენდი იბისი 1974 წელს დაარსდა და მას შემდეგ ბიუჯეტური სასტუმროების ევროპის ბაზრის ლიდერად იქცა. ქსელი მსოფლიოში გარემოსდაცვითი კონცეფციითაა ცნობილი და მომხმარებლებს კომფორტსა და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს.