მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო "სოლო გრანდი" ტანას ხეობაში ივლისის დასაწყისში გაიხსნება, ინვესტიცია 2,2 მლნ ლარია

6485779e73f96
BM.GE
10.06.23 13:40
1965
სტუმრების მიღებას "სოლო გრანდი“ ივლისის პირველი კვირიდან შეძლებს.

სასტუმროს პროექტის მენეჯერის, მაია მახათაძის განმარტებით, კომპლექსში 19 ნომერია - მათ შორის 15 სტანდარტული, 4 -პანორამა და საოჯახო ლუქსი. ინვესტიციის მოცულობა 2 მლნ 200 ათასი ლარია. სასტუმრო 45 სტუმარზეა გათვლილი, სასტუმრო გახსნისთანავე მთავარ აქცენტებს აკეთებს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ვიზიტორებზე, რომელთა ცნობადობის გაზრდის მიზნით სასტუმროს პროექტის მენეჯერის თქმით, უდიდესი სამუშაოები ტარდება.

ერთი სტანდარტული ნომრის ღირებულება 290 ლარი +18 % დღგ შეადგენს , რომელიც მოიცავს საუზმესა და სპა მომსახურებას. სასტუმროს აქვს აუზი, ღია და დახურული რესტორანი, კომპლექსის ინფრასტრუქტურა ტყეს უერთდება დასასვენებელ ადგილებთან ერთად. სასტუმროს მშენებლობა ერთი წლის წინ დაიწყო და ის ქართული ინვესტიციითაა შექმნილი.

რაც შეეხება ფასებს, სტანდარტული ნომრის ღირებულება ერთი ღამით ორ ადამიანზე, საუზმითა და აუზით სარგებლობით 290 ლარი ღირს (+დღგ), კომპლექსი 4 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გაშლილი და მას უნიკალური ადგილმდებარეობა და ბუნება გამოარჩევს, რაც სტუმრებისთვის მშვიდი დასვენების საშუალებას იძლევა.



"სტუმრებს შევთავაზებთ ისტორიული ძეგლების, ბიისის ჩანჩქერის, ლევიტანას ტბის, ბუნებრივი გამოქვაბულის და სხვა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების მონახულებას",- აღნიშნა მაია მახათაძემ.

სასტუმრო საწყის ეტაპზე 25 ადამიანს დაასაქმებს, დაინტერესებულ პირებთან დღეს სასტუმროს წარმომადგენლებმა გასაუბრება გამართეს. შპს "სოლო გრანდი“ 2022 წლის 22 ინვისს დაფუძნდა და სასტუმროს მშენებლობას 1 წელი დაეთმო. შპს "სოლო გრანდი“ 2022 წლის 22 ინვისს დაფუძნდა და მისი ერთპიროვნული მფლობელი, ადგილობრივი ინვესტორი, ვეფხია თინიკაშვილია.