26.სექტემბერი .2022 22:41

სასწრაფოდ უნდა შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი ... მოქმედების დროა!!! - ქადაგიძე

სასწრაფოდ უნდა შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი ... მოქმედების დროა!!! - ქადაგიძე
views 1671
უკან

რუსეთში, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზების გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. უკვე რამდენიმე დღეა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ავტომანქანების საცობებია.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ  ქვეყანა უმწვავესი მიგრაციული კრიზისის ზღვარზეა და სავიზო რეჟიმი სასწრაფოდ უნდა შემოვიღოთ.

"მტრული სახელმწიფოს ათი ათასობით მიგრანტი საზღვარზეა მომდგარი. ქვეყანა უმწვავესი მიგრაციული კრიზისის ზღვარზეა.

სასწრაფოდ უნდა შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი, მივიღოთ მხოლოდ კონკრეტული კრიტერიუმების და რაოდენობის ფარგლებში.
ცნობისთვის, ლიეტუოვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ფინეთმა ფაქტობრივად ჩაკეტეს საზღვარი.

აქვე დავწერ, როგორი ფრუსტრირებული და უიმედოც არ უნდა ვიყოთ, კარგად ორგანიზებული საპროტესტო წინააღმდეგობის გარეშე შედეგს ვერ დავდებთ.

მოქმედების დროა!!!", - წერს იგი.

ცნობისთვის: საბაჟო გამშვები პუნქტები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა და ამასთან დაკავშირებით საქართველოს შემოსავლების სამსახურმა დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც საუბარი სატრანზიტო და სატვირთო მიმართულებას ეხება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს "ლარსის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოდან გასული სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ნაწილობრივ შეფერხებულია. შესაბამისად შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება მეზობელი ქვეყნების - თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების, შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა ალტერნატიული საბაჟო გამშვები პუნქტები დანიშნულების ქვეყნებში მოხვედრისთვის სწრაფად გამოიძებნოს.