სავალუტო ჯიხურების ასოციაციის ხელმძღვანელის ვახტანგ გრიგალაშვილის განცხადებით, სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნება.
"როგორც გუშინ ეროვნული ბანკისგან შევიტყვეთ, სავალუტო ჯიხურები 8 ივნისს გაიხსნება. რეგულაციების კუთხით უნდა ვივარაუდოთ, რომ დავემორჩილებით იმ წესებს, რომელიც საფინანსო სექტორთან მიმართებაში მოქმედებს", - განუცხადა BM.GE-ის სავალუტო ჯიხურების ასოციაციის ხელმძღვანელმა.
კითხვაზე - ეკონომიკის დაჩქარებული გახსნის გათვალისწინებით, რატომ არ ამოქმედდა აქამდე სავალუტო ჯიხურები, ვახტანგ გრიგალაშვილი ამბობს, რომ ამაზე პასუხი არც თავად აქვს.
„ამ კითხვას ვსვამთ ყველა შეხვედრაზე ეროვნულ ბანკთან, მთავრობასთან, მაგრამ პასუხი არ აქვთ. ზუსტად ეს არის ბიზენესისთვის ცუდი, გაურკვევლობაში ვართ. ზოგადად კი ამბობენ, რომ წვრილი და საშუალო ბიზნესი პრიორიტეტულია, მაგრამ ეს სიტყვები დარჩა სიტყვებად. ფაქტია, რომ დაბალბიუჯეტიანი კომპანიები - ჩვენი სახით არ მუშაობს, ბანკები და მისოები მუშაობენ ანუ რა მოხდა? - დავჩაგრეთ დაბალბიუჯეტიანი კომპანიები და წავახალისეთ შედარებით მაღალბიუჯეტიანები?! მე არ ვამბობ, რომ მათ არ აქვთ პრობლემა, მაგრამ მაღალბიუჯეტიან კომპანიას უფრო შეუძლია შოკების გადატანა... პლიუს ამას, ვიჩაგრებით წვრილი კომპანიები, როგორც მინიმუმ მძაფრად გვაწუხებს უსამართლობის გრძნობა. ადამიანი მაშინ გრძნობს ქვეყანაში კარგად თავს, როდესაც სახელმწიფო მას გვერდში უდგას იმ შრომაში, რასაც ბიზნესი აკეთებს. დასტრესილი ბიზნესი არ მუშაობს“, - განაცხადა ვახტანგ გრიგალაშვილმა.
BM.GE-ს კითხვას - აღმოუჩენს თუ არა სახელმწიფო რაიმე სახით მხარდაჭერას სავალუტო ჯიხურებს, ასოციაციის ხელმძთვანელმა მოკლედ უპასუხა: „არანაირს“!
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი