2017 წლის პირველი იანვრიდან საწვავზე აქციზის ფასები გაიზარდა.
ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდის გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო, შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში შევიდა.
ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე. ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზე 400-დან 800 ლარამდე.
ნავთობიმპორტიორები პროგნოზირებენ, რომ ცვლილებები გაზრდის საწვავის ღირებულებასაც. მოსალოდნელია ერთი ლიტრი საწვავის დაახლოებით 20-25 თეთრით გაძვირება.