მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო ინოვაციური სტარტაპების ერთადერთი დამფინანსებელი არ უნდა იყოს"

5c9b9e020e637
ლიკა გურაბანიძე
28.03.19 10:16
1114
მიმდინარე წელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ 40 სტარტაპი, თითოეული 100 000 ლარის ოდენობით დაფინანსდება, რაზეც ჯამში, ბიუჯეტიდან 4 მლნი ლარი გამოიყოფა.

როგორც სააგენტოს ხელძღვანელი ავთანდილ კასრაძე bm.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, სტარტაპების დაფინანსებისთვის 2020 წელსაც 4 მლნ ლარი გამოიყოფა.
კასრაძე სფეროში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს.

„ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ კერძო სექტორის ინვესტიციის მოცულობა ძალიან მცირეა. ეს სწორედ პირველ ადგილზე მდგომი პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას.

სახელმწიფო ინოვაციური სტარტაპების ერთადერთი დამფინანსებელი არ უნდა იყოს. სტარტაპმა ინვესტიციის მოპოვება თავადაც უნდა შეძლოს.

ეს კერძო სექტორის წახალისებასაც გამოიწვევს,“ - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

ცნობისთვის: ტექნოლოგიური პარკი თელავში, ზუგდიდში, ახმეტასა და რუხში უკვე ფუნქციონირებს.