მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო რუსეთისგან 95 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას ბარტერული გარიგებით შეიძენს

63442097e548f
შოთა ტყეშელაშვილი
10.10.22 17:53
• 1064
სახელმწიფო 95 მილიონ კილოვატ ელექტროენერგიას ბარტერული გარიგებით შეიძენს, ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ბრძანებიდან ირკვევა. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, საქართველო რუსეთის ფედერაციიდან თურქეთისთვის განკუთვნილი სატრანზიტო ელექტროენერგიიდან 95 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის შესყიდვას ბარტერული გარიგებით გეგმავს. აღნიშნული ელექტროენერგიის მიღება ოქტომბრის თვეში მოხდება, დოკუმენტის მიხედვით, ელექტროენერიის უკან დაბრუნება ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში მოხდება.

2022 წლის ოქტომბრის თვეში ტრანზიტის განხორციელებისას, ეგხ 220 კვ ,,სალხინოთი“ და ეგხ 110 კვ „ნაკადულით“ შემოტანილი და თურქეთის რესპუბლიკაში სატრანზიტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის ნაწილი (არაუმეტეს 95 000 000 კვტ.სთ იმპორტირებული ელექტროენერგია) იმპორტიორისგან შესყიდულ იქნეს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ, იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ანაზღაურება განხორციელდება იმავე მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტიორისათვის დაბრუნებით. წინამდებარე წესების მე-14 მუხლის 1​​1 პუნქტის მიზნებისათვის, იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდული ელექტროენერგიის პირობითი ფასი განისაზღვროს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით მისაწოდებელი საექსპორტო ელექტროენერგიის შესყიდვის საპროგნოზო ხარჯების გათვალისწინებით.

2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების თანახმად შესყიდული ელექტროენერგიის იმპორტიორისათვის დაბრუნება განხორციელდება 2022 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში, მხარეებს შორის დამატებით გაფორმებული ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, ელექტროენერგიის დაბრუნება და აღნიშნული მიზნით ტრანსსასაზღვრო ხაზის საექსპორტო მოცულობის განაწილება განხორციელდეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდისათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით განსაზღვრული მოცულობებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინების გარეშე", - ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აწერს.

წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 400%-ით გაიზარდა და 74 მილიონ დოლარს მიაღწია. მთავარი საექსპორტო ბაზარი ამჟამად თურქეთია, სადაც ძირითადად ზაფხულის თვეებში ხდება დენის მიწოდება. ზამთარში კი საქართველო უფრო მეტად იმპორტირებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები