03.ივლისი .2021 00:15

სახელმწიფო საწარმოების საგარეო ვალი 5.4 მილიარდი ლარია

სახელმწიფო საწარმოების საგარეო ვალი 5.4 მილიარდი ლარია
views 684
უკან

საქართველოს მთავრობის კუთვნილი სახელმწიფო საწარმოების მთლიანი საგარეო ვალი $1.7 მილიარდი, ანუ 5.4 მილიარდი ლარია. ამ კომპანიების საგარეო ვალი ორი ნაწილისგან შედგება. პირველია მათ მიერ გამოშვებული ევროობლიგაციები, რომელთა მოცულობაც $797.1 მილიონს, ანუ 2.52 მილიარდ ლარს შეადგენს. მეორე ნაწილი კი ამ კომპანიების მიერ საერთაშორისო დონორებისგან აღებული პირდაპირი სესხებია, რისი ჯამიც $925 მილიონი, ანუ 2.94 მილიარდი ლარია. 

სახელმწიფო საწარმოების შემოსავალი მათ მთლიან ვალდებულებებთან შედარებით უფრო მცირეა. 2019 წელს ამ კომპანიების ჯამური შემოსავალი 3.24 მილიარდი ლარი იყო.  2021 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ 2019 წელს უმსხვილესმა სახელმწიფო კომპანიებმა ჯამში 237 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი ფინანსური შედეგით დაასრულეს სახელმწიფო კომპანიებმა 2020 წელი. მათგან ცნობილია მხოლოდ რკინიგზის ფინანსური შედეგები, რომელმაც გასულ წელს 164 მილიონი ლარით იზარალა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა