პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო გაიხსნება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული წესის დაცვით - ეს გახლავთ პირბადის ტარების აუცილებლობა. ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალურ ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები“, - აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ: კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 31 მარტიდან კი ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა, მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მეტროს ჩათვლით.