07.აპრილი .2020 20:29

სებ-ი "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფთან" მიმართებით განმარტებას აკეთებს

views 1558
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკი “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფთან” (GHG) დაკავშირებით BMG-ის მიერ დასმულ კითხვას პასუხობს.

სებ-ი განმარტავს, რომ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და GHG-ის დირექტორის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი გასულ კვირაში შედგა, წერილზე ოფიციალური პასუხი კი კომპანიას გუშინ გაეგზავნა.

ამასთან ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ მათ მიერ გატარებული საზედამხედველო ზომები კონფიდენციალურია და ის საჯაროდ არ განიხილება.

"ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზდენტი ჯერ კიდევ წინა კვირას ტელეფონით ესაუბრა წერილის ავტორს - კომპანიის დირექტორის მოადგილეს - და აცნობა სებ-ის პოზიციის შესახებ. წერილობითი პასუხი კი გუშინ გაიგზავნა. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები არის კონფიდენციალური და საჯაროდ არ განიხილება,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის გაკეთებულ წერილობით განმარტებაში.

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) მენეჯმენტმა 20 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს წერილი გაუგზავნა. GHG, რომელიც თავის მხრივ “ევექსის” ჰოსპიტლებს, “ჯი-პი-სი”-სა და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელს და სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-ს აერთიანებს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან ითხოვს ნებართვას, რათა მიეცეს უფლება მიიღოს სასესხო დაფინანსება “საქართველოს ბანკისგან”.

GHG-ის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ეროვნული ბანკი “საქართველოს ბანკს” დაკავშირებული პირის სტატუსს მოუხსნის, მათთვის ხელმისაწვდომი გახდება ის საჭირო დაფინანსება, რაც ჰოლდინგის შემადგენლობაში შემავალი კომპანიებისთვის არის აუცილებელი, რათა COVID-19-ის ეპიდემიის მიერ წარმოშობილი ხარჯების დაფინანსება მოხდეს.

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” განმარტავს, რომ “ბიჯეო ჯგუფის” გაყოფიდან უკვე ორი წელი გადის და შესაბამისად, “საქართველოს ბანკისა” და GHG-ის “ურთიერთდაკავშირებულ პირებად კვალიფიცირების არავითარი საფუძველი სახეზე არ არის.”

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა