მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, პროექტს დაახლოებით ნახევარი მილიონი ბენეფიციარი ეყოლება.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს. ამასთან, მოლინეუსის თქმით, COVID-19-ის კრიზისმა განსაკუთრებულად გამოკვეთა თუ რა მნიშვნელობა აქვს ციფრულ ინფრასტრუქტურას სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის მიწოდებისთვის.
"ჩემი აზრით, ეს პროექტი წარმოგვიდგენს ორ მნიშვნელოვან შესაძლებლობას:
პირველი - ის ხელს შეუწყობს მეტად მნიშვნელოვანი გამოწვევის დაძლევას, რომლის წინაშეც ვდგავართ საქართველოში, ეს არის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური დუალიზმი. მაგალითად, ვისურვებდი, რომ როგორც ახლა მე შემიძლია ინტერნეტში ნავიგაცია და თბილისში ღია ცის ქვეშ პარკში მუშაობა, იგივე შესაძლებლობა ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეს სოფლებსა და მაღალმთიან დასახლებებშიც.
მეორე - ჩემი აზრით, ამ პროექტიდან გამომდინარე რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური შესაძლებლობა არსებობს, როგორიცაა მეწარმეობის ხელშეწყობა - ხელოსნები შეძლებენ პროდუქციის „ონლაინ“ ყიდვა-გაყიდვას; ასევე, მაგალითად ფიზიკური პირები შეძლებენ ინდივიდუალური ტურისტული კომპანიის შექმნას, რათა გააქირავონ საკუთარი სახლი ან ტურისტებს სხვა სახის სერვისები შესთავაზონ.
ზოგადად მიმაჩნია, რომ „ინტერნეტიზაციას“, მნიშვნელოვანი სამუშაო შესაძლებლობების უზრუნველყოფით, შეუძლია არსებითი ეკონომიკური სარგებლისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მოტანა საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის.
განვითარებული ციფრული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მიმდინარე COVID-19 -ის კრიზისის კონტექსტში. დავფიქრდეთ შესაძლებლობაზე, რასაც ინტერნეტი იძლევა დისტანციური და ელექტრონული სწავლებით საქართველოს ყველა მოქალაქისთვის,"- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
პროექტი Log-in Georgia სამი კომპონენტისგან შედგება:
1) ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა;
2) მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა;
3) პროექტის დანერგვის მხარდაჭერა. სოფლების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით დაფარვის ზრდით და ასევე, ქვეყნის მასშტაბით ტრენინგისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების მეშვეობით, პროექტი ხელს შეუწყობს ციფრული სერვისების გამოყენებას. პროექტი წაახალისებს ციფრულ საფინანსო სერვისებსა და ელექტრონულ კომერციას, ისევე როგორც ელექტრონული მთავრობის სერვისებს. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს დისტანციური სწავლებისა და ტელემედიცინის განვითარებას.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, პროექტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული Open Net-ის მიერ განხორციელდება.
საყოველთაო ინტერნეტიზაცია
საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.
2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.
ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან.
ამჟამად "ოუფენ ნეტი" პროექტის საპილოტე ნაწილზე მუშაობს, რაც გურიაში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. საპილოტე პროექტის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია და მისი დასრულება 2020 წლის ბოლომდე იგეგმება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი