მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების და უკანონო პარკირების 5 658 სამართადარღვევა გამოვლინდა

6345508077dba
ინგა მურუსიძე
11.10.22 16:00
632
2022 წლის 1-ელი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში კერძო ავტომობილებით გადაადგილებასა და უკანონო პარკირებასთან დაკავშირებით 5658 სამართალდარღვევა გამოვლინდა, - ინფორმაციას თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სატრანსპორტო სქემის შემდეგ დედაქალაქში პირველად, საკონსულტაციო კომპანია „სისტრასთან“ ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი ქსელი შემუშავდა. სქემის მიხედვით კი განისაზღვრა 10 საგზაო დერეფანი, რომელიც დედაქალაქში ძირითადი მგზავრთნაკადის გადაადგილების მიმართულებებს უზრუნველყოფს.

აქვე აღსანიშნავია, რომ შემუშავდა ინტეგრირებული გადახდის სქემა, 90-წუთიანი საშეღავათო პერიოდით, სადაც გაერთიანებულია: ავტობუსი, მიკროავტობუსი, მეტრო და საბაგირო.

უწყების ცნობით, აღნიშნული 10 საგზაო დერეფნის მოსაწესრიგებლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლის „ავტობუსის ზოლი“ დახაზვითი სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.