საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სექტემბერში საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1.7 ლარით გაიზარდა და 184 ლარს მიაღწია. წლიურ ჭრილში კი საარსებო მინიმუმის დონე 6 ლარით არის შემცირებული. საქსტატის ანგარიშს არ ახლავს განმარტება იმის თაობაზე, თუ რამ განაპირობა წლიურ ჭრილში ამ მაჩვენებლის შემცირება.
საქსტატის თანახმად, ცალკეული ჯგუფების მიხედვით საარსებო მინიმუმი ასეთია:
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 184 ლარი;
ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 260,7 ლარი;
სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 293,3 ლარი;
ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 325,9 ლარი;
ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 366,6 ლარი;
ექვსსულიანი და მეტი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 433,4 ლარი.
საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. ამჟამად, საარსებო მინიმუმს ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანების საფუძველზე შემდგარი მეთოდოლოგიით ანგარიშობენ. არაერთი მოწოდების მიუხედავად, მისი დათვლის მეთოდოლოგია წლებია არ შეცვლილა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
100,000 ლარი გათამაშდა - "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ცნობილია
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა