მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერიალები Billions, Black Monday და The Chi ეკრანს უბრუნდება

5e1d6d422e03c
ნათია თაქთაქიშვილ
14.01.20 13:00
1211
ამერიკული საკაბელო სატელევიზიო ქსელი Showtime-ის სერიალები Billions, Black Monday და The Chi ეკრანებს გაზაფხულიდან დაუბრუნდება. მის შესახებ tvline.com წერს.

სერიალი Billions-ის მე-5 სეზონი 3 მაისიდან განახლდება.  სერიალის ერთმანეთთან დაპირისპირებულ გმირებს შორის ბრძოლა გადარჩენისთვის მე-5 სეზონშიც გრძელდება. სერიალი მოგვითხრობს დიდი ფულის სამყაროზე, სადაც ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან ამბიციური ფინასისტი უოლ-სტრიტიდან და პრინციპული პროკურორი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ სეზონში გამოჩნდება ჯულიანა მარჯულისი სერიალიდან (The Good Wife) და კორი სტელი (House of Cards).

როგორც Showtime-ი აცხადებს, Black Monday-ი 15 მარტიდან განახლდება, ხოლო The Chi – 5 ივლისიდან, ასე რომ, საკაბელო ტელევიზია  სერილების გულშემატკივრებს დაძაბულ და საინტერესო სეზონს ჰპირდება.