საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატრიშვილმა, The Better Policy Project (BPP) საერთაშორისო სემინარში მიიღო მონაწილეობა. BPP-ს მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მონეტარული, მაკროპრუდენციული და ფისკალური პოლიტიკების ხელშეწყობა, მათ შორის ანალიტიკური კომუნიკაციის გაძლიერებით.
სემინარზე შალვა მხატრიშვილმა დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ იქმნება ფულის მასა თანამედროვე მონეტარულ ეკონომიკებში. აღინიშნა, რომ ფულის მასა იქმნება იმ მომენტში, როდესაც საბანკო სექტორი ზრდის დაკრედიტებას, ასევე, როდესაც სახელმწიფო ზრდის ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას, იქნება ეს შიდა ვალით დაფინანსებული, თუ - საგარეო ვალით.
პრეზენტაციაში ნაჩვენები იყო ამ პროცესში ცენტრალური ბანკების როლი. შალვა მხატრიშვილმა სემინარის მონაწილეებს განუმარტა, რომ კომერციული ბანკების მიერ სესხების გაცემითა თუ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვით ფული წარმოიქმნება დეპოზიტების სახით, ხოლო როდესაც არსებული დეპოზიტი გარდაიქმნება ნაღდ ფულად, ამ დროს ჩნდება მოთხოვნა ცენტრალური ბანკის ლიკვდობაზე. ლიკვიდობის მიწოდების ფასის (საპროცენტო განაკვეთის) ცვლილებით კი, ცენტრალური ბანკები გავლენას ახდენენ სესხების გაცემაზე და, ამის გავლით, ფულის მასაზე.
დისკუსისას შალვა მხატრიშვილი შეეხო ფულის მასასთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთ მცდარ მოსაზრებასაც, მათ შორის ე.წ. რეფინანსირების სესხების შესახებ. სემინარი კითხვა-პასუხით დასრულდა.
სემინარზე გამოყენებული საპრეზენტაციო სლაიდები ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ