მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის 8,000 წლიანი ღვინის ისტორიის მარკეტინგი

5de76e826ff16
ნათია თაქთაქიშვილი
04.12.19 22:22
1009
საქართველო ღვინის წარმოებით თითქმის ცივილიზაციის დაბადებიდან არის დაკავებული, არქეოლოგებმა კი ქართული მეღვინეობა 8,000 წლიანი ისტორიით დაათარიღეს. ეს არის ქვეყანა, სადაც ძველ ტრადიციებს ღვინის წარმოებაში დღესაც ხშირად იყენებენ. კვეცხის ფორმის თიხის ჭურჭელი - ქვევრი აქტუალურობას არ კარგავს.

მარკეტინგულ კვლევებზე დაყრდნობით, უკვე ცნობილია რომ სავაჭრო ნიშნები, ბრენდები, გეოგრაფიული აღნიშვნები და მოთხრობები არის სამეწარმეო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ღვინის ინდუსტრიაში ბაზარზე დიფერენცირების მისაღწევად.

ქართული ღვინით უფრო და უფრო ხშირად ინტერესდებიან როგორც ევროპიდან ასევე ამერიკიდან, რაც გარკვეულწილად ქართული მარკეტინგული კამპანიის დამსახურებაა.

სწორედ ქართული მარკეტინგის ფენომენის ამოსახსნელად Södertörn-ის უნივერსიტეტის ბიზნესის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ.

როგორც ისინი აღნიშნავენ ქართველებს ღვინის ისტორიის თხრობის ძალიან საინტერესო მანერა აქვთ, რომელსაც როგორც ერთგვარ მარკეტინგულ იარაღს, ისე იყენებენ საკუთარი ღვინის პოპულარიზაციის გასაზრდელად.

Södertörn-ის უნივერსიტეტის ბიზნესის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შემდეგი ღვინის კომპანიები მოინახულეს: "შატო მუხრანი" (Chateau Mukhrani), "ბადაგონი", თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის მამულები და ქართული ღვინის კორპორაცია.

ბიზნესის დეპარტამენტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული მარკეტინგული კამპანია 8,000-წლიანი ღვინის ისტორიაა, სადაც ღვინოს ქვევრში აყენებენ. ქვევრის მოხმარება სპეციფიკურია - მას მიწაში ფლავენ და ჰერმეტულად ხურავენ ღვინის შესანახად.

ბოლო პერიოდებში აღნიშნული ფორმის თიხის ჭურჭელს უკვე ხშირად შეხვდებით ევროპულ და ჩრდილოეთ ამერიკის ღვინის ქარხნებში, რაც უძველესი პრაქტიკის აღიარებაა. ქართულ ღვინოს გემოს უნიკალურობას თიხის მინერალები სძენს.

ქართულ ღვინოს განუმეორებლობას ასევე ის ყურძნის ჯიშები სძენს, რომელსაც ღვინის წარმოებაში იყენებენ. ზოგიერთ ყურძნის ჯიშს 5000-წლიანი ისტორიაც კი აქვს. 80 ჯიშიდან, ამერიკაში ყველაზე ცნობილი წითელი საფერავი და თეთრი რქაწითელია.

ქართული ღვინის კომპანიები აცხადებენ, რომ საქართველო „ღვინის წარმოების აკვანია“, სადაც მეღვინეობა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე დაიწყო მრავალი წლის წინ.

დღეს ქვეყანაში ორი ძირითადი ღვინის რეგიონია: დასავლეთი და აღმოსავლეთი, ორივე რეგიონში არის ქვევრის მეღვინეობა.

დასავლეთში ღვინოების დიდი ნაწილი ნახევრად ტკბილი ან ტკბილია და მათი იმპორტი ძირითადად რუსეთში ხორციელდება. ხოლო, აღმოსავლეთი უფრო წარმოდგენილია მშრალი ღვინოებით, როგორიცაა საფერავი და რქაწითელი.

ადგილობრივები ღვინის ისტორიას რელიგიასაც უკავშირებენ და აღნიშნავენ, „როგორც კი თიხის ჭურჭელი დაილუქება, ეს უკვე საიდუმლოა ღმერთსა და ქვევრს შორისო“. ბერები, მღვდლები და მორწმუნენი ხშირად ლოცულობენ, რომ მიიღონ ყურძნის უკეთესი მოსავალი და კარგი ღვინის საწარმოოდ.

ბიზნესის დეპარტამენტის წარმომადგენლები ასკვნიან, რომ ქართული ღვინის ისტორიის აღნიშნული ხაზები არის მძლავი მარკეტინგული იარაღი, რომელიც კარგად მუშაობს, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში.