მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის ბიუჯეტი 11810000 ლარია

5b4315023782f
თათია ჩაფიჩაძე
09.07.18 11:57
1445

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის ბიუჯეტი 11,810,000 ლარია.  მათ შორის: სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის აპარატის  - 3,810,000  ლარი, ხოლო სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროგრამები - 8,000,000.0 ლარს შეადგენს.

 რაც შეეხება ხარჯებს, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა BM.GE-ს უთხრა, ამ თანხიდან  3,170,000 ლარი თანამშრომელთა ხელფასებზე, ხოლო ცენტრის აპარარის ხარჯებზე (ოფისის ხარჯი, შენობა-ნაგებობის დაცვის ხარჯი, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის მოვლა-შენახვისა და საწვავის ხარჯი, საკანცელარიო ნივთების ხარჯი და ა.შ) 640 000 ლარი იხარჯება. 

 რაც შეეხება გამოცდების ხარჯებს, გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდები - 4,400,000 ლარი; საერთო სამაგისტრო  გამოცდები - 450,000 ლარი; მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისა და საგნის გამოცდა - 850,000 ლარი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსი - 150,000 ლარი; სკოლის გამოსაშვები გამოცდები - 2,000,000 ლარი; პროფესიული ტესტირება - 150,000 ლარი;  სულ - 8,000,000 ლარი ჯდება.

 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გამოყოფილი 4,400,000 ლარი ხმარდება ტესტების მომზადებას, საცდელ ტესტირებებს, ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, საინფორმაციო ტექნოლოგიურ მხარადაჭერას, საგამოცდო ცენტრებში სათვალთვალო სისტემის მონტაჟ/დემონტაჟს და კომპიუტერებისტრანსპორტირებას საგამოცდო ცენტრებში.

 საგამოცდო პროცესი ასევე ითვალისწინებს: ცენტრების მომზადება/აღჭურვას, საგამოცდო ცენტრების ადმინისტრაციული პერონალის, მეთვალყურეების ანაზღაურებას და მათთვის სამივლინებო ხარჯებს, გამსწორებლების ანაზღაურება, საგამოდო ცენტრების კომუნალურ ხარჯებს და ა.შ.


ასევე BMG დაინტერესდა რა თანხას იღებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რეგისტრაციიდან, როგორც მათ მიერ მოწვდილ ინფორმაციაში წერია, 2018 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით აბიტურიენტების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისთვის გადახდილმა თანხა ჯამურად  1,664,203.0 ლარს შეადგენსაღსანიშნავია, რომ ეს თანხა შესაძლოა შემცირდეს იმის მიხედვით, თუ რამდენი აბიტურიენტი მოითხოვს რეგისტრაციის თანხის უკან დაბრუნებას.