ტექნოლოგიურმა კომპანიამ Shelf.Network-მა, ლიცენზიის გაყიდვის საფუძველზე იაპონიასა და ოკეანეთის ქვეყნებში მეორადი მანქანებით სავაჭრო ქსელი გააფართოვა. ამის შესახებ BMG-ს Shelf.Network-ის დამაარსებელმა ლაშა ანთაძემ განუცხადა.
ქსელი საშუალებას აძლევს იაპონურ სადილეროებს რომ მოახდნინონ მათი მანქანების განთავსება აზიის სხვა და სხვა ონლაინ პლატფორმებზე და ერთადროულად მოახდინონ სინქრონული აუქციონის წესით გაყიდვა.
Shelf ქსელში უკვე ჩართულები არიან იაპონური მანქანების ექსპორტიორ კომპანიები როგორიცაა: Be Forward Co, CarSeven და ავტონაწილების ბაზრის ერთერთი ლიდერი Broadleaf Co.
"ამ კომპანიების სისტემები Shelf.Network-ის ქსელს უკავშირდება, რაც საშუალებას გვაძლევს რეალური დროის რეჟიმში ავსახოთ მანქანები ახალი ზელანდიის, ტაილანდისა და ფილიპინების ახალ სავაჭრო პლატფორმებზე და სინქრონულად ჩავატაროთ დეცენტრალიზებული აუქციონი", - დაამატა ანთაძემ.
გარდა ავტომობილებით ვაჭრობისა, ქსელის მიზანს წარმოადგენს რომ მარტივად მოხდეს ავტომობილების შესახებ ინფორმაციის შენახვა და გაცვლა სხვა და სხვა რგოლში ჩართულ ბიზნესებს შორის:
“Shelf-ის ბლოკჩეინ ქსელი ავტომობილის შესახებ სხვადასხვა მონაცემებს შეინახავს. მათ შორის, სარემონტო ისტორიას, გარბენს, ყოფილ მფლობელებს და გაყიდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. რაც გარიგებების უსაფრთხოების ხარისხს ზრდის", - ამბობს ლაშა ანთაძე.
იაპონური ლიცენზიის საფუძველზე Shelf AP მეორადი მანქანების ექსპორტის სერვისის გაფართოებას აზიისა და ოკეანეთის კიდევ 15 ქვეყანაში აპირებს.
2018 წელს დაარსებული Shelf.Network მეორადი მანქანების გაყიდვის საერთაშორისო ეკოსისტემას ანვითარებს, რომელიც დილერებისა და პლატფორმების გარდა, გადაზიდვის, სალიზინგო და ინსპექტირების კომპანიებს აერთიანებს და ხელს უწყობს მათ კოორდინაციას საეთაშორისო ვაჭრობაში. Shelf.Network - ოპერირებს აშშ-ს, გერმანიის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და აღმოსავლეთ აზიის რეგიონში. საქართველოში Shelf-ის ეკოსისტემის ნაწილია CARFAX -ის სერვისი, Carvin.ge, Cardeal.ge.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა