მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეუძლებელია გადმოვცე მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო - კალაძე

62974a112270a
თელარა გელანტია
01.06.22 15:18
1341
თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში თავისი მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა... შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო... დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში, დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული“, - წერს კახა კალაძე.

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი დღეს იპოვეს. როგორც bm.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ილია ელოშვილს თბილისის მერის მოადგილე 2017 წლიდან იყო. სხვადასხვა პერიოდში იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და ასევე მცირე ხნით ენერგეტიკის მინისტრის პოსტიც ეკავა.