მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შევხვდით, რათა 12 პრიორიტეტის განხორციელების პროცესი განგვეხილა - ოლივერ ვარჰეი ილია დარჩიაშვილს შეხვდა

6446c5ab1f25a
ალა ისპირიანი
24.04.23 22:00
600
"ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მდგრადობის ძალისხმევას რეგიონული უსაფრთხოების რთულ სიტუაციაში" - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

როგორც მან "ტვიტერზე“ დაწერა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსთან შეხვედრისას რეფორმების განხორციელების პროცესი განიხილეს. მისივე ცნობით, ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე (FAC) შევხვდი რათა განგვეხილა რეფორმების პროცესთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და განსაკუთრებით 12 პრიორიტეტის განხორციელების პროცესი.

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მდგრადობის ძალისხმევას რეგიონული უსაფრთხოების რთულ სიტუაციაში“,- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

რა (არ) შესრულდა EU-ს 12 რეკომენდაციიდან?