მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch საქართველოში შემოდის

5c48d59badc3e
თელარა გელანტია
24.01.19 00:50
2396

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოდის. 

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

ის, რომ პირველი უცხოური ინვესტიციის განხორციელების ადგილად კომპანიამ საქართველო შეარჩია, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და Camille Bloch-ის აღმასრულებელ დირექტორის დანიელ ბლოხის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. 

კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციების გაშენებას გეგმავს. სწორედ ქართული თხილით აწარმოებს ის ცნობილ პროდუქტს - "რაგუსა", რომელიც პირველად ბაზარზე რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა. 

Camille Bloch-ის ხელმძღვანელი პროექტის წარმატებაში დარწმუნებულია და იმედოვნებს, რომ მისი განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება. 

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი, რომელსაც არსებობის 80-წლიანი ისტორია აქვს, წლიურად 3 700 ტონა შოკოლადს აწარმოებს, რომლის მეოთხედი ექსპორტზე გადის.