მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოთა არველაძემ „კრასნოდართან“ მუშაობის სურვილი გამოთქვა - მედია

61d6d3714488a
ნიკა ჩაჩავა
06.01.22 15:38
1234

შოთა არველაძე აცხადებს, რომ მისთვის საინტერესო იქნებოდა რუსულ საფეხბურთო კლუბ „კრანსოდართან“ მუშაობა, რომელსაც რუსი მილიარდერი სერგეი გალიცკი ფლობს. ინფორმაციას RBC Sport-ი ავრცელებს.

არველაძე რუსულ გამოცემასთან აღნიშნავს რომ "კრასნოდარი“ კარგი გუნდია. „ასეთ გუნდში მუშაობა საინტერესო იქნებოდა, ადრე მივიღე შემოთავაზება, მაგრამ არავინ დამკავშირებია", - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში კლუბმა „კრანსოდარმა“ ბელარუსი სპეციალისტი ვიქტორ გონჩარენკო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ის გუნდს 2021 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა. გონჩარენკომ „კრასნოდარს“ 11 გამარჯვება მოაპოვებინა, ოთხჯერ ფრე ითამაშეს და 9-ჯერ დამარცხდნენ.

ცნობისთვის, გამოცემა Sport-Express-იც იტყობინება, რომ „კრასნოდარის“ მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი კანდიდატი შოთა არველაძეა, მაგრამ მის გარდა, „ლოკომოტივის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის მარკო ნიკოლიჩიც კანდიდატურაც განიხილება.

შეგახსენებთ, შოთა არველაძის ბოლო საწვრთნელო „პახტაკორი“ იყო, რომელიც  უზბეკეთის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. მისი საწვრთნელო კარიერა თურქულ "კაისერსპორს", "ქასიმფაშას", "ტრაბზონსპორსა" და ისრაელის "მაკაბს" უკავშირდება.

საინტერესოა ისიც, რომ შოთა არველაძეს სამომავლო პოზიციას ასევე უკავშირებენ ინგლისურ "ჰალ სიტის". როგორც ინგლისური გამოცემები იუწყებიან, არველაძე აქაც მწვრთნელობის კანდიდატია. ცოტახნის წინ ინგლისური გუნდი მისმა მეგობარმა აჯუნ ილიჯალიმ შეიძინა და ეს ფაქტი უფრო რეალურს ხდის ქართველი მწვრთნელის ინგლისში გადაბარგებას.

BMG ცდილობს დაუკავშირდეს შოთა არველაძეს და მის კომენტარს შემოგთავაზებთ მოგვიანებით.