მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედური GlobalConnect-ი Telenor შვედეთის აქტივებს ყიდულობს

619fc1d47ef7b
BM.GE
25.11.21 23:20
470
GlobalConnect შვედეთმა, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის ციფრული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა კომუნიკაციების ერთ-ერთი ლიდერი პროვაიდერის, GlobalConnect Group-ის შვილობილია, ტელეკომუნიკაციების მულტინაციონალურ კომპანია Telenor შვედეთთან შეთანხმებას მიაღწია. გარიგების თანახმად, შვედეთის GlobalConnect-ი Telenor შვედეთისგან შეიძენს კომუნიკაციების ოპერატორს, Open Universe-სა და SDU ბოჭკოვან აქტივებს.

საუბარია Open Universe-ის პლატფორმაზე არსებულ 200,000-მდე აბონენტსა და ასევე, SDU-ს ბოჭკოვან სერვისზე დაკავშირებულ 14, 000 აბონენტზე. აღნიშნული ექსპანსია ხელს შეუწყობს GlobalConnect-ს, მიაღწიოს მის ამბიციურ გეგმებს, კერძოდ, აღმოფხვრას ციფრული უთანასწორობა და წაახალისოს სოციალური ინტეგრაცია შვედეთში. შეთანხმების ღირებულება 3 მილიარდი შვედური კრონაა (€295 მლნ).

GlobalConnect შვედეთი გეგმავს, Open Universe-ის სანდო პლატფორმისა და ბიზნესმოდელის განვითარება განაგრძოს, ამასთან, უცვლელად შეინარჩუნოს ბრენდის სახელი და საოპერაციო მოდელი. ახალი მფლობელი მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს მუნიციპალიტეტებთან, მესაკუთრეებთან და საქალაქო ქსელთან. დამატებითი რესურსების წყალობითა და მიზანმიმართული ქმედებებით, შვედური GlobalConnect-ი იღწვის, მთელი შვედეთის მასშტაბით უზრუნველყოს მოსახლეობისთვის ბოჭკოვან კავშირზე დაფუძნებული, გაუმჯობესებული ფართოზოლოვანი სერვისების მიწოდება.

აღნიშნული ტრანზაქციით შვედური GlobalConnect-ი, შვედეთში კომუნიკაციების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი ხდება.

GlobalConnect Group-ის ამბიციური გეგმა, გახდეს ჩრდილოეთ ევროპაში ციფრული ინფრასტრუქტურისა და კავშირგაბმულობის წამყვანი მიმწოდებელი, ორგანულ ზრდასთან ერთად, სხვა მოთამაშეების შესყიდვასაც ითვალისწინებს.

„ბაზრის კონსოლიდაციას ჩვენს ინდუსტრიაში ბუნებრივ განვითარებად განვიხილავთ, რომელიც საბოლოო ჯამში, დააჩქარებს სერვისების გაციფრულებასა და სოციალურ ინტეგრაციას. GlobalConnect Group-ი სამომავლოდაც განაგრძობს ბაზრებზე პოტენციური გარიგებების ობიექტების ძიებას. ამისთვის აუცილებელია, კომპანია პასუხობდეს ჩვენს ბიზნესმოდელს და შეეძლოს, წვლილი შეიტანოს, მომხმარებლისთვის მეტად კარგი შეთავაზების მიწოდებაში. რაც შეეხება Telenor შვედეთთან მიღწეულ შეთანხმებას, იგი აბსოლუტურად ერწყმის ჩვენს სტრატეგიას“, განაცხადა მარტინ ლიპერტმა, GlobalConnect Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ტრანზაქციის საბოლოო დასრულება 2022 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი, რეგულატორისგან საბოლოო თანხმობის მიღების შემდეგ.