მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიღნაღში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება, ინვესტიცია $27 მილიონია

620f4a48a1636
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.22 11:30
2325
სიღნაღში 4-ვარსკვლავიანი ქართული ბრენდის სასტუმროს გახსნა 2022 წლის ბოლოს იგეგმება. ამის შესახებ BM.GE-ის ტურიზმის განვითარების ფონდში განუცხადეს.

მათივე ცნობით, დღეისთვის პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 27 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, მაშინ როდესაც პროექტის განხორციელების დაწყებისას მისი ღირებულება 22 მლნ დოლარი იყო.

სასტუმროს გახსნა 2020 წლის გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, თუმცა ტურიზმის განვითარების ფონდში ამბობენ, რომ გახსნის ვადები პანდემიის გამო დაკორექტირდა.

„ქართული ბრენდის 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა წელს იგეგმება. 130-ნომრიან სასტუმროში თავმოყრილი იქნება სპა და ფიტნეს ცენტრები, ღია და გარე აუზი, ღვინის ბარი, მარანი, მაღალი კლასის რესტორანი, ლაუნჯ ბარი 360 გრადუსიანი ხედით და მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი. აღნიშნული პროექტი 50,000 კვ/მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება“, - ამბობენ ფონდში.



ცნობისთვის, ტურიზმის განვითარების ფონდი და მის მიერ დაგეგმილი ტურისტული პროექტები 2020 წელს ბიძინა ივანიშვილმა "ქართუ ფონდს" გადასცა, მანამდე მსხვილი საინვესტიციო პროექტების პორტფელი თანაინვესტირების ფონდის მმართველობაში იყო.