მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სილამაზის სფეროს აქტუალობამ პლატფორმის შექმნის აუცილებლობა დაგვანახა“ - რას სთავაზობს მომხმარებელს Blush.ge?

614ec0088f324
მარიამ იზორია
25.09.21 17:00
880
Blush.ge კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ყველაზე დიდი პლატფორმაა, რომლის ანალოგი საქართველოში არ არსებობს. ის ასამდე წამყვან ქართულ და უცხოურ ბრენდს და 6 ათასამდე პროდუქტს აერთიანებს.

სტარტაპი 2020 წლის ოქტომბერს, პანდემიის პერიოდში, ჩაეშვა და ის 10 ადამიანს ასაქმებს. Blush.ge-ს მარკეტინგის მენეჯერი ნინო ხარშილაძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ თავდაპირველად კომპანიამ ოპერირება პირადი დანაზოგით დაიწყო, იდეის უნიკალურობამ კი კერძო ინვესტორი დააინტერესა, რომელმაც სტარტაპისთვის $100 000 მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

„სილამაზის სფეროს აქტუალობამ პლატფორმის შექმნის აუცილებლობა დაგვანახა, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ადამიანები მუდმივად განიცდიან დროის დეფიციტს და ეძებენ ისეთ ადგილს, სადაც უმოკლეს დროში სასურველ პროდუქციას შეიძენენ. სწორედ ეს სივრცეა Blush.ge, ქართველ ქალბატონებს განსაკუთრებით იზიდავთ თავის მოვლისა და სილამაზის სფერო, შესაბამისად, ამისთვის დროისა და თანხის გამოყოფა მათთვის ერთ-ერთი სიამოვნებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ყველა კატეგორიის პროდუქცია განვათავსოთ, რათა Blush.ge თითოეული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს, ვთანამშრომლობთ ბრენდების ადგილობრივ წარმომადგენლებთან, ასევე ვაერთიანებთ ისეთ ბრენდებს, რომლებიც აქამდე საქართველოში არ ყოფილა, სწორედ მათ ერთ სივრცეში მოქცევამ განაპირობა მომხმარებლის ასეთი აქტიურობა“ - ყვება ნინო ხარშილაძე.

Blush.ge განვითარების პროცესშია, რეგისტრირებული ადამიანების ზრდასთან ერთად მათი სურვილებიც იმატებს, შესაბამისად, სამომავლოდ სტარტაპი მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს.