მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სინერჯი კაპიტალი" პოტენციურ ინვესტორებს ონლაინ შეხვედრაზე იწვევს

5ebd397dee6be
BM.GE
14.05.20 16:26
775
„პოტენციურ ინვესტორებს ვიწვევთ ონლაინ შეხვედრაზე - ვისაც სურს სწრაფად მზარდ კომპანიებში გახდეს „სინერჯი კაპიტალის“ პარტნიორი, რომელიც ზრუნავს ამ კომპანიების სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაზე, რომ მათ აქტივს მნიშვნელოვნად გაეზარდოს ღირებულება. შეხვედრაზე დაინტერესებულებს გავაცნობთ ჩვენი მუშაობის მიდგომას - როგორ ვარჩევთ კომპანიებს, როგორ ვემუშავებით მათ მენეჯმენტს, რა ფორმატებს ვქმნით ინვესტორების ჩართულობისთვის, საიდან იღებენ ჩვენი ინვესტორები სარგებელს და ა.შ. ამის მოსმენა საინტერესო შეიძლება იყოს იმ კომპანიებისთვისაც, ვისაც ჩვენნაირი პარტნიორის ყოლა სურს საკუთარ ბიზნესში. დაინტერესებულებს ვთხოვთ ინტერესი დააფიქსირონ ბმულზე და ჩვენ შევატყობინებთ ღონისძიების დეტალებს.“ - აცხადებენ „სინერჯი კაპიტალში“.

„სინერჯი კაპიტალი“ 2 წლის წინ შექმნა „სინერჯი ჯგუფმა“, რომელიც 1999 წლიდან ზრუნავს კომპანიების სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაზე. კომპანიის ანგარიშზეა 400-მდე პროექტი 100-ზე მეტ ორგანიზაციასთან საქართველოში.
„სინერჯი კაპიტალს“ კი ამ დროისთვის პორტფელში 20-მდე სწრაფად მზარდი კომპანია და 50-მდე ინვესტორი ფიზიკური პირი ჰყავს.