მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სინერჯი კაპიტალმა", შესაძლოა, "ალტას" 20% იყიდოს

5dac78e55bdc0
BM.GE
20.10.19 19:06
3852
“სინერჯი კაპიტალმა” (http://www.capital.synergy.ge/) შესაძლოა, “ალტას” 20% იყიდოს.

ტექნიკის მაღაზიათა ქსელის წილის შესყიდვაზე საკონსულტაციო კომპანია “სინერჯი ჯგუფის” პარტნიორმა პაპუნა ტოლიაშვილმა განაცხადა. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ ქსელ Linkedin-ში დაწერა.

მისი თქმით, დაწყებულია კომპანიის დეტალური შესწავლა კომპანიის 20%-ის შესყიდვის მიზნით, რასაც “ალტასთან” შესაბამისი მემორანდუმის გაფორმება უსწრებდა წინ.

ტოლიაშვლის თქმით, არსებული მასშტაბების მიუხედავად, “ალტას” ზრდის კიდევ დიდი რეზერვი აქვს.

“ვფიქრობთ, რომ ელექტროტექნიკის გაყიდვების ბაზრის ამ უპირობო, გამორჩეული ლიდერის პარტნიორობა არა მარტო მართვის სისტემების განვითარების კუთხით, არამედ, ახლა უკვე კაპიტალში მონაწილეობითაც ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია.

ვფიქრობთ, რომ “ალტას” გამორჩეული უნარები არამარტო გაყიდვების დარბაზების ორგანიზების და მართვის კუთხით, არამედ პროდუქტების და მომწოდებლების შერჩევის, დანერგვის, დილერებთან ურთიერთობის, მარაგების მართვის და სხვა გამყიდველების მეშვეობით გაყიდვების ორგანიზების კუთხით გამორჩეულია ბაზარზე და სულ უფრო მეტად განაპირობებს ამ ბაზარზე მათი პოზიციების კიდევ უფრო გაუმჯობესებას”,- წერს პაპუნა ტოლიაშვილი.

მისივე თქმით, ამ ბაზარზე კიდევ ელოდებიან გამსხვილებას.

“ასევე ველოდებით ბაზრის ზრდას ტელეფონების და ე.წ. სმარტ ტექნიკის ახალ-ახალი გადაწყვეტილებების გამოჩენით.

იმედი გვაქვს “ალტას” კიდევ უფრო გააქტიურების კლიენტებისთვის საჭიროებებზე ორიენტირებული დამატებითი ტექნიკური სერვისების უკეთ შეთავაზების კუთხითაც”,- წერს პაპუნა ტოლიაშვილი.