მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სინოფარმის“ ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია

6157079c79bab
ინგა მურუსიძე
01.10.21 17:05
595
ჩინური წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა - „სინოფარმის“ მილიონი დოზა საქართველოშია. ამის შესახებ bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
 
ინფორმაციისთვის,  საქართველოში "სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი, ხოლო ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/, თუმცა მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალებაა.

NCDC-ის მონაცემებით, 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მინიმუმ 1 დოზით 984,595 ადამიანი არის აცრილი, რაც მთლიანი მოსახლეობის 26.4%-ია. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 12,562 ვაქცინაცია ჩატარდა, თუმცა შემცირებულია პირველადი აცრების რაოდენობა და გუშინ ჩატარებული აცრების ⅔ მეორადი ვაქცინაცია იყო.