მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოშია

60df5076dc313
BM.GE
02.07.21 21:43
595
საქართველომ "სინოფარმის" და "სინოვაკის" 1 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღო. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 1 მილიონი დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოვიდა.

"სინოფარმით" აცრისთვის რეგისტრაცია 3 ივლისს, 12:00 საათიდან, ვაქცინაციის პროცესი კი - 5 ივლისიდან დაიწყება.

ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ბრიგადა.

გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს.

ჩინური წარმოების ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული.