მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სიოს“ ინიციატივა - უფასო პირბადეები საჯარო სივრცეებში

5f2315372cfac
ნუცა ბაზლიძე
30.07.20 21:21
2736
კორონავირუსის ფონზე არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, პირბადეები აქტუალურობას არ კარგავს, მისი თან არქონა კი, მაგალითად, დავიწყების მიზეზით, საჯარო სივრცეში შესვლისთვის შემაფერხებელი ფაქტორია. სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ბრენდი „სიო“ კომპანიებს სთავაზობს შეიძინონ მათი დამზადებული პირბადეები, რომლებიც საჯარო სივრცეში შესულ მომხმარებლებს დახვდებათ და კონცეფციიდან გამომდინარე, ისინი მათ გამოყენებას უფასოდ შეძლებენ. ამგვარად, არსებული რეგულაცია დაინტერესებული კომპანიებისთვისაც მომხმარებლების მიღების თვალსაზრისით, აღარ იქნება დაბრკოლება. ამის შესახებ BM.GE-ს „სიოს“ დამფუძნებელმა გიორგი გოგეშვილმა განუმარტა.

„კომპანიები შეგვიკვეთავენ იმისთვის, რომ მათ მომხმარებლებს შეუქმნან კომფორტი და ამ მიზეზით არ გააბრუნონ უკან“, - განმარტავს გიორგი გოგეშვილი.

როგორც „სიოს“ დამფუძნებელი აღნიშნავს, მათ ინიციატივას უკვე მოჰყვა გამოხმაურება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტო თვალსაზრისით. მისივე განმარტებით, რანდენიმე კომპანია დაინტერესდა „სიოს“ პროდუქციით, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ უფასო პირბადეები განთავსებული იქნება ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა: მაღაზიები, ბანკები, კაფეები, სილამაზის სალონები; ასევე მოიაზრება მათი განთავსება აეროპორტსა და ტრანსპორტშიც.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, გიორგი გოგეშვილის განმარტებით, მათ შემოთავაზება მიიღეს დუბაიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ისრაელიდანაც. მოლაპარაკებების დეტალები კი წარმოების მასშტაბებზე იქნება დამოკიდებული.

როგორც გავარკვიეთ, შემკვეთი კომპანიებისთვის 160 პირბადე 25 ლარადაა ხელმისაწვდომი. ამასთან, გიორგი გოგეშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე, უშუალოდ პირბადეების წარმოებაში 10-მდე ადამიანია ჩართული და უკვე დამზადებულია დაახლოებით 5 000 შეკვრა პროდუქცია, რაც რაოდენობრივად, დაახლოებით ნახევარი მილიონია.