14.აგვისტო .2022 13:20

სოფელ ჩაოში ახალი 11-ნომრიანი სასტუმრო - "შატო ჩაო" გაიხსნა

სოფელ ჩაოში ახალი 11-ნომრიანი სასტუმრო - "შატო ჩაო" გაიხსნა
views 1875
უკან

სოფელ ჩაოში ტურისტებისა და მოგზაურებისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდა.

ახალი სასტუმრო "შატო ჩაო", რომელიც დღეს გაიხსნა, 11 ნომერს აერთიანებს და 23 ადამიანზეა გათვლილი. ფასები 150-250 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ინვესტიციის მოცულობა 170 ათასი ლარია. ეს მაღალმთიანი აჭარის ამ სოფელში პირველი ასეთი ინვესტიციაა.

"სასტუმრო " შატო ჩაო" გათვლილია იმ დამსვენებელსა და მოგზაურზე, ვისაც უნდა სოფლის სიმყუდროვეში, ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე, დაისვენოს და ნატურალური პროდუქტებით იკვებოს", - ამბობს თამაზ მახარაძე, სასტუმროს მფლობელი.

სოფელი Ჩაო ზღვის დონიდან 1,120 მეტრ სიმაღლეზეა და დაბა ხულოდან 6 კილომეტრითაა დაშორებული.

სასტუმროს პროექტი, "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის" ფარგლებში, ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დააფინანსა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა