მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელი ქვემო ბოლნისი გაიხსნა, მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა სოფელში აღარ მოქმედებს

5eb51a32e611f
BM.GE
08.05.20 12:32
1218
სოფელ ქვემო ბოლნისში 6 მაისს აღებული 31 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორნავირუსი არცერთ მოქალაქეს არ დაუდასტურდა. ბოლნისის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადაწყვეტილებით, კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ამ სოფლის ტერიტორიაზე დღეიდან მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა აღარ მოქმედებს.

"დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად სოფლის მოსახლეობის ნაწილთან, საკარანტინო შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა სოფელში 6 აპრილს დაფიქსირდა. მას შემდეგ 2 საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში ახალი კორონავირუსული ინფექცია არცერთ მოქალაქეს არ დადასტურებია. მედიკოსები მოსახლეობაზე აქტიურ დაკვირვებას აწარმოებდნენ. ვინაიდან სოფელში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა, ქვემო ბოლნისი გაიხსნა და მოქალაქეებს მიმდებარე ოთხ სოფელში გადაადგილება ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეუძლიათ", - ნათქვამია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ქვემო ბოლნისი 1 აპრილს ჩაიკეტა, სადაც კორონავირუსი 6 მოქალაქეს დაუდგინდა, აქედან 2 პირი კი გარდაიცვალა.