მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Spiegel: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა

641d40595a8c4
BM.GE
24.03.23 10:15
679
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია. გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის ინფორმაციით, გერმანელი დიპლომატის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობაზე დაეშვა, რადგან დასაფრენი ზოლი სხვა თვითმფრინავს ჰქონდა დაკავებული.

„საქართველოს დედაქალაქ თბილისთან მიახლოებისას ფედერაციული რესპუბლიკის სამთავრობო თვითმფრინავს მოუწია ჰაერში მეორე წრის გაკეთება, რადგან სხვა თვითმფრინავმა ასაფრენი ბილიკი გადაკეტა. მეორე მცდელობისას დაშვება შემდგომი ინციდენტების გარეშე დასრულდა. თვითმფრინავში საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბაერბოკი იმყოფებოდა. თავდაპირველად გაურკვეველი იყო, იყო თუ არა რაიმე საფრთხე ფრენის მანევრის დროს.

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიიდან ჩამოსული Airbus A340-300 თბილისში ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:00 საათზე (გერმანიის დროით 20:00) უნდა დაშვებულიყო ბაერბოკთან და მის დელეგაციასთან ერთად“, - წერს გამოცემა.

ინფორმაციისთვის, bm.ge უკვე დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს და მათ განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.