500 Global მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე აქსელერატორია, რომელიც სტარტაპებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებსა და გამოცდილებას აძლევს. სწორედ ამ შესაძლებლობებით დღემდე უამრავი პატარა სტარტაპი დიდ კომპანიად იქცა. 500 Global-ის პორტფოლიო დღეს უკვე 51 უნიქორნ სტარტაპს აერთიანებს.
რომელია ასეთი სტარტაპები?
Reddit
ამის კარგი მაგალითია Reddit, რომელიც 2005 წელს სან ფრანცისკოში დაფუძნდა. ეს არის საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც 50 მილიონზე მეტ მომხმარებელს ერთმანეთთან აკავშირებს. 2015 წელს Reddit-მა 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. შედეგად, 2017 წლისთვის მისი ღირებულება უკვე 10 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. დღესდღეობით მისი ინვესტორების რაოდენობა 28-ს აღწევს.
Canva
Canva 2012 წელს, ავსტრალიაში დაფუძნებული პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც გრაფიკული ვიზუალების აწყობა/შექმნაა შესაძლებელი. ის 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაფინანსებული სტარტაპია. მან თითქმის 1,1 მილიარდი დოლარის დაფინანსება მოიპოვა Seed რაუნდში. დღესდღეობით მას 36 ინვესტორი ჰყავს, ხოლო კომპანიის ვალუაცია კი 40 მილიარდ დოლარს აღწევს.
Grab
Grab-ი სინგაპურში, 2012 წელს დაფუძნებული მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც რამდენიმე ტექნოლოგიურ სერვისს Grab-ის სუპერაპში აერთიანებს (იქნება ეს საკვების გამოძახების სერვისი, გადახდის სერვისი და ა.შ). Grab-ი 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის მონაწილეა, რომელმაც თითქმის ყველაზე მეტი - 7,6 მილიარდი დოლარის დაფინანსება მოიპოვა და 2021 წლის დეკემბრისთვის მისი ვალუაცია 40 მილიარდ დოლარს აღწევდა.
Talkdesk
Talkdesk Cloud-ზე დაფუძნებული საკონტაქტო ცენტრი და ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერია, რომელიც 2011 წელს სან ფრანცისკოში დაფუძნდა. 2014 წელს მან 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, რის მერეც Talkdesk-მა 124,5 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა. დღესდღეობით მას 17 ინვესტორი ჰყავს. ხოლო თავად კომპანია 2018 წლის მონაცემით 10 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
CARS24
ეს არის ავტომობილის ყიდვა-გაყიდვის ონლაინ პლატფორმა, რომელიც 2015 წელს ინდოეთში დაფუძნდა. მან 2018 წელს 500 Global-ის ფარგლებში, სერია C-ში 50 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა, რომელმაც კომპანიის ღირებულება 200 მილიონ დოლარამდე გაზარდა. დღესდღეობით მას 33 ინვესტორი ჰყავს.
ეს ის უნიქორნი სტარტაპებია, რომლებიც იდეიდან წარმატებულ კომპანიებად იქცნენ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული აქსელერატორის, 500 Global-ის მეშვეობით.
როგორც უკვე იცით, "საქართველოს ბანკის", 500 Global-ისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის 4 წლიანი თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. პროგრამა 500Georgia-ს ფარგლებში სტარტაპების საქართველოში გადამზადებას ითვალისწინებს. შესაბამისად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქართველ და რეგიონში მოღვაწე სტარტაპებს განვითარებისა და მასშტაბირების საჭირო გამოცდილების მიღების, ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა აქვთ. მათ შეუძლიათ, მსგავსად ზემოხსენებული კომპანიებისა, გახდნენ უნიქორნები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება