სწორედ ამიტომ Google Trends-ის თანახმად, საქართველოში Stepn-ის მიმართ ინტერესი 100 ქულით ფასდება, შემდეგ ადგილზეა ჩინეთი, სადაც Stepn-ისადმი ინტერესი 38 ქულით ფასდება, შემდეგ მოდის ჰონგ-კონგი და იაპონია 26-26 ქულით და ყაზახეთი 25 ქულით.
ბლოკჩეინ Solana-ზე აგებული აპლიკაციის - STEPN-ის მომხმარებლის რაოდენობა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ყოველდღიურად იზრდება. STEPN-ში თამაშის დასაწყებად, მომხმარებელს თავდაპირველად, NFT-ბოტასების შეძენა უწევს. შემდეგ კი, მომხმარებელი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ NFT-ტოკენს − ბოტასს იღებს, რის შემდეგაც სეირნობით ან სირბილით სათამაშო კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს, რომელსაც რეალურ თანხად გადაცვლის.
Stepn-ისადმი ინტერესი ქვეყნების მიხედვით Google Trends-ის მონაცემებით:

Stepn-ის მიმართ ინტერესი ბოლო რამდენიმე კვირაში მკვეთრად გაიზარდა:

უშუალოდ საქართველოში დღეს Stepn-ისადმი ინტერესი უფრო მაღალია, ვიდრე Bitcoin-ის ან ეთერიუმის მიმართ ინტერესი:





























