მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

StopCoV ფონდში უკვე 20 მლნ ლარია მობილიზებული

5e8440b47a31f
ელენე გოგბერაშვილი
01.04.20 12:00
1125

1 აპრილის, 11:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 20 მლნ 032 ათასი ლარი შეადგინა.

#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც - იურიდიულმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა.

ამ დროსათვის ფონდში კორონავირუსთან საბრძოლველად საკუთარი კონტრიბუცია 82-მა კომპანიამ განახორციელა. 

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობსი მქონე ორგანიზაციების ჩამონათვალი იხილეთ აქ.