მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუბსიდიის მიუხედავად დეკემბერში იპოთეკური სესხების გაცემა 15%–ით შემცირდა

5ff835d468635
სალომე მეცხვარიშვილი
08.01.21 14:34
1092
სუბსიდირების პროგრამის აქტიური უტილიზაციის მიუხედავად, იპოთეკური სესხების გაცემა დეკემბერში წლიურად 15.1% -ით შემცირდა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის ანგარიშშია აღნიშნული.

მათი ცნობით, დეკემბრის თვეში სუბსიდირებული სესხების წილმა ჯამურად გაცემულ იპოთეკურ სესხებში 58% შეადგინა. ივლისის დასაწყისიდან, სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გაცემულმა სესხებმა, ჯამურად გაცემული იპოთეკური სესხების 40% შეადგინა.

“8 ივლისიდან გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი წინა კვირასთან შედარებით 0.9 პპ-ით გაიზარდა და 38.9%-ს შეადგინა”,– ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდიის პროგრამა მთავრობამ ზაფხულში დაიწყო. პროგრამის ბენეფიციარებს სახელმწიფო 5 წლის განმავლობაში იპოთეკური სესხის  პროცენტის 4%–ს დაუფარავს. პროგრამა აქტიური 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო.